Wednesday, June 24, 2015

მერვე დღის რეფლექსია

შევავსეთ კითხვარი, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ფასილიტაციის ნიმუშებს. მოვაწესრიგე პორტფოლიო და ავტვირთე ბლოგზე.

მეშვიდე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეშვიდე დღე ძალიან საინტერესო იყო.ვისწავლეთ მოსწავლის ნაშრომის შექმნა და შესწორებების შეტანა.დავასრულეთ ჩვენი პროექტიადან გამომდინარე "მოწავლის ნაშრომი" და განვათავსეთ ბლოგზე.

მოსწავლის ნაშრომი

Tuesday, June 23, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება,  შევქმენით მოსწავლის ნაშრომი,რომელიც დასრულებული სახით დამოუკიდებლად უნდა განვათავსოთ ბლოგზე.

Saturday, June 20, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია


ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ მოცემული დავალება,ვიმუშავეთ მეორე მოდულზე და ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე სახელმძღვანელოს დახმარებით.ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე საკვანძო კითხვები და განვათავსეთ ბლოგზე.ასევე მივიღეთ დავალება შემდეგი ტრენინგ დღისთვის

Saturday, June 13, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა

რა არის სიყვარული?


თემატური შეკითხვები

რა მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას საქართველოში.?
როგორ იცავს მეფე გიორგი  ,,ქრისტეს სჯულს"?
როგორია ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში?
როგორ აისახა სიყვარულის პრობლემა ,,დიდოსტატის მარჯვენაში"?


შინაარსობრივი შეკითხვები

ვინ არის ავტორი ,,დიდოსტატის მარჯვენის?''
რომელი ტაძრის მშენებლობის ისტორია აისახა რომანში?

Sunday, May 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე კიდევ უფრო საინტერესო და დატვირთული იყო.დავასრულეთ ბროშურაზე მუშაობა. ესგ-ში მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის  გამოსაყენებელი სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები, გადავიტანეთ პროექტის გეგმაში. ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეიდან გამომდინარე მოსწავლეთა მიზნები და ამოცანები. ვისწავლეთ როგორ ჩავამატოთ ბლოგში გვერდები.

მოსწავლის მიზნები

სტანდარტები და ინდიკატორები

ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                     
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·         პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·         დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
·         დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.

პროექტის იდეა ,, სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე"


  "სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე"




“თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია”                                                                                                              /ვიქტორ ჰიუგო/

 მოსწავლეები შეეცდებიან ამოიცნონ სიყვრულის ფილოსოფია,კონსტანტინე გამსახურდიას რომანის   "დიდოსტატის მარჯვენის" მიხედვით. მოიძიებენ სვეტიცხოვლის  ფოტო სურათებს, მისი აგების ისტორიას.  მოსწავლეები ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით.

Saturday, May 30, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო დღე იყო.პროექტის იდეები განვიხილეთ და განვათავსეთ ბლოგზე. მივიღეთ რეკომენდაციები კოლეგებისგან, რომლებიც დაგვეხმარება მომავალში.გავეცანით პუბლიკაციის ჩეკლისტს.
ვისწავლეთ ბროშურის შაბლონის შექმნა, მივიღეთ დავალება