Sunday, May 31, 2015
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღე კიდევ უფრო საინტერესო და დატვირთული იყო.დავასრულეთ ბროშურაზე მუშაობა. ესგ-ში მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის გამოსაყენებელი სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები, გადავიტანეთ პროექტის გეგმაში. ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეიდან გამომდინარე მოსწავლეთა მიზნები და ამოცანები. ვისწავლეთ როგორ ჩავამატოთ ბლოგში გვერდები.
სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
· მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
· არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
· არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
· შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
· პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
· დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
· დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.
პროექტის იდეა ,, სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე"
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე"
“თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია” /ვიქტორ ჰიუგო/
მოსწავლეები შეეცდებიან ამოიცნონ სიყვრულის ფილოსოფია,კონსტანტინე გამსახურდიას რომანის "დიდოსტატის მარჯვენის" მიხედვით. მოიძიებენ სვეტიცხოვლის ფოტო სურათებს, მისი აგების ისტორიას. მოსწავლეები ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით.
Saturday, May 30, 2015
მეორე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო.პროექტის იდეები განვიხილეთ და განვათავსეთ ბლოგზე. მივიღეთ რეკომენდაციები კოლეგებისგან, რომლებიც დაგვეხმარება მომავალში.გავეცანით პუბლიკაციის ჩეკლისტს.
ვისწავლეთ ბროშურის შაბლონის შექმნა, მივიღეთ დავალება
Subscribe to:
Posts (Atom)